Saturday, July 9, 2011

საკვების ძიებაში

                              სასწავლო პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება: საკვების ძიებაში
2.პროექტის მთავარი თემა: ფრინველებზე დაკვირვება.
3.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა  შეძლონ იმ ფრინველებზე დაკვირვება, რომლებიც  ისარგებლებენ მათთვის წინასწარ გამზადებული საკვებით, მოახდინონ  ფრინველთა რაოდენობის  აღრიცხვა დაკვირვების  დღიურში.
4.მოსწავლეთა ასაკი:  9 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: მთელი წლის განმავლობაში.
6.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაადგენენ  წელიწადის  რომელ დროს  მეტი ფრინველი იყო საკვებისთვის მოსული.
7.პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: ფრინველებისათვის საკვების  ჭურჭელი,  საკვები მარცვლები,  დაკვირვების  დღიური.
8.პროექტის  მსვლელობა: მოსწავლეები  მოამზადებენ  ფრინველების  საკვებით  სავსე  ჭურჭელს,  დადებენ  ადვილად  შესამჩნევ  ადგილას,   პერიოდულად  შეავსებენ  ჭურჭელს  საკვებით. დააკვირდებიან  როგორ  იქცე   ვიან  ფრინველები  საკვებ  ჭურჭელთან, იცვლება  თუ არა  ფრინველთა რაოდენობა  დღეებისა და  სეზონის  მიხედვით, ჩაიწერენ  წლის რომელ პერიოდში  შენიშნავენ  მეტ  ფრინველს  საკვებ   ჭურჭელთან. დაადგინონ რატომ იცვლება  ფრინველთა  რიცხვი  ზაფხულში  და  შემოდგომაზე.  
9.საგნებთან /საგნობრივ  ჯგუფებთან /ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან კავ
შირი:დაეუფლონ  მოსწავლეები  ეროვნული სასწავლო  გეგმის  სტანდარტით გათვალისწინებულ  ცოდნას. გეოგრაფია, მათემატიკა
10.პროექტის  ხელმძღვანელი:  ანა ნოზაძე
11.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: ana.nozadze2@gmail.com
  

ანა ნოზაძე

ვმუშაობ ქარელის რაიონის თამარაშენის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად.